სასწავლო პროექტი

  • პროექტის სახელი: დაბინძურებული მდინარე.
  • პროექტის მოკლე აღწერა: მდინარე მამათის წყლის დაბინძურებული ადგილები და მისი აღკვეთის გზები.
  • პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს ინდივიდუალურად გავუნაწილე სხვადასხვა დავალებები. მოიპოვონ მასალები: 1. სად იწყება მდინარე? 2. სად ჩაედინება? 3. აქვს თუ არა შენაკადები? 4. რომელი ზღვის აუზს ეკუთვნის მდინარე სუფსა და სად მდებარეობს შავი ზღვა? 5. მდინარის რომელი ნაწილია დაბინძურებული და რა სახის ნარჩენები ნახეს ბავშვებმა?

          ერთი კვირის შემდეგ პასუხი გაეცა პროექტში დასმულ კითხვებს. მდინარის სანაპირო დანაგვიანებულია. უფრო მოსახლეობაში, ხოლო მდინარის შესართავთან ბავშვებმა ნახეს ცარიელი ქილები, პოლიეთილენის პარკები და სამშენებლო მასალები. 

         ამის შემდეგ დაისვა პრობლემური კითხვა თუ რა ზიანი მოაქვს დაბინძურებულ მდინარეს და რა ღონისძიებები გავატაროთ დაბინძურებული მდინარის დაბინძურების საწინააღმდეგოდ?

  • მონაწილეთა ასაკი: 15 წელი.
  • ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
  • პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევის უნარის გამომუშავება. პრობლემის აღმოჩენა და მისი გადაჭრის გზების ძიება.
  • მოსალოდნელი შედეგები: მდინარის სათავის და სანაპიროს დასუფთავება.
  • სარგებელი სხვებისათვის: მოსახლეობსათან საუბრის შემდეგ მდინარის ნაპირი აღარ დანაგვიანდება. და გათხარეს სანაგვე ორმოები. 
  • სამუშაო ენა: ქართული.
  • მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა.
  • საგნებთან კავშირი: ბიოლოგია, გეოგრაფია.
  • ფასილიტატორი: მზია ქილიფთარი.
  • ფასილიტატორის ელ-ფოსტა: mziaqiliftari@gmail.com